2022 წლის 24 დეკემბერი
კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა საოპერო მომღერლების ახალმა თაობამ ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ცნობილი ოპერის „ბოჰემა“ ახალი დადგმა წარმოადგინა. სცენაზე პარიზის ლათინურ კვარტალში მცხოვრები ახალგაზრდა არტისტების ცხოვრება და ისტორია გაცოცხლდა. 2022 წლის 24 დეკემბრის წარმოდგენაში აკაკი გუგუშვილმა მარჩელოს როლი შეასრულა.
2022 წლის 28 ნოემბერი
2022 წლის 28 ნოემბერს გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა კონცერტი, რომელშიც ქართველ საოპერო ვარსკვლავებთან და საოპერო სტუდიის მოწვეულ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ კონსერვატორიის სტუდენტები. აკაკი გუგუშვილმა შეასრულა აბესალომისა და მურმანის დუეტი ოპერიდან „აბესალომ და ეთერი“.
2022 წლის 22 ნოემბერი
კონსერვატორიის საოპერო სტუდიის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2022 წლის 22 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა ჯაკომო პუჩინის ერთაქტიანი ოპერა „ჯანი სკიკი“ , სადაც აკაკი გუგუშვილმა შეასრულა ჯანი სკიკის როლი.
2022 წლის 23-24 სექტემბერი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 171-ე სეზონი ტრადიციულად ზ.ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. სპექტაკლში ოპერისა და ბალეტის დასთან ერთად შედგა აკაკი გუგუშვილის დებიუტი, სადაც მან შეასრულა მსახურთუხუცესის როლი.
2023 წლის 26 მარტი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო სტუდიამ წარმოადგინა კიდევ ერთი პრემიერა გ.დონიცეტის სიყვარულის ნექტარი სადაც დულკამარას როლი შეასრულა აკაკი გუგუშვილმა.
2023 წლის 18 ნოემბერი
2023 წლის 18 ნოემბერს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოადგინა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სეზონის პირველი სპექტაკლი, ვ.ა. მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“, სადაც შემსრულებელთა შორის იყო ბარიტონი აკაკი გუგუშვილი. ის მაყურებელთა წინაშე ფიგაროს, გრაფის მსახურის როლით წარდგა.
2024 წლის 31 ივლისი
ქართველმა შემსრულებელმა აკაკი გუგუშვილმა, იტალიაში შეასრულა მთავარი როლი ოპერა „დონ პასკუალე“-ში . წარმოდგენა გაიმართა ლონატო დელ გარდას ლამაზ ქალაქში. ოპერის დადგმას ხელმძღვანელობდა ცნობილი მაესტრო რობერტო სკანდიუცი, ხოლო დირიჟორი გახლდათ ანნა ბრანდოლინი.
2024 წლის 24 თებერვალი
2024 წლის 24 თებერვალს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შედგა მასშტაბური სპექტაკლის, კ. სენ-სანსის ოპერა “სამსონი და დალილა”-ს პრემიერა. მონტე – კარლოს ოპერის თეატრის ულამაზეზსი პროდუქცია. წარმოდგენში აბიმელეხის როლს ასრულებდა აკაკი გუგუშვილი. ამავე წლის 2 ივნისს პრემიერა კვლავ განახლდა თეატრის დიდ სცენაზე, სადაც აკაკი იმავე როლით წარსდგა მაყურებლის წინაშე.
2025 წლის 26 სექტემბერი
ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე შესრულდა პიეტრო მასკანის უკვდავი ოპერა სოფლის ღირსება. სპექტაკლი გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია – ოპერის ოქროს ხმა“ ფარგლებში — ფესტივალის, რომლის დამფუძნებელიც არის მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, თამარ ივერი. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ელმინა ჰასანი (სანტუცა), ანდრეს სანჩეს-იოგლარი (ტურიდუ), აკაკი გუგუშვილი (ალფიო), ანასტასია მინაშვილი (ლოლა) და ეთერ ხალვაში (დედა ლუჩია). სპექტაკლს დირიჟორობდა დავით მუქერია, რეჟისორი იყო ზაზა აღლაძე, ქორმაისტერი — რუსუდან ბერიძე.
2025 წლის 12 და 17 აპრილი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, 130 წლის შემდეგ ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ერთმოქმედებიანი ოპერა „ნავარელი ქალი” დაბრუნდა. საპრემიერო სპექტაკლებში, 12 და 17 აპრილსს გარიდოს როლს ახალგაზრდა ბარიტონი აკაკი გუგუშვილი ასრულებდა. ოპერა პირველად 1894 წელს, ლონდონში, უელსის პრინცის თანდასწრებით დაიდგა, პრემიერიდან 1 წლის შემდეგ კი, ოპერა თბილისში დაიდგა, თუმცა მას შემდეგ საქართველოში აღარ შესრულებულა.
2025 წლის 29 და 31 მარტი
ამჯერად, 2025 წლის 29 და 31 მარტს, 17:00 საათზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე გაიმართა საოპერო ნაწყვეტების საღამო, რომელშიც შესრულდა ჯაკომო პუჩინის “ბოჰემა” და ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტო”. ამ საღამოს აკაკი გუგუშვილი მაყურებლის წინაშე რიგოლეტოს როლით წარსდგა.
