26 სექტემბერს ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე შესრულდა პიეტრო მასკანის უკვდავი ოპერა სოფლის ღირსება. სპექტაკლი გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალის „ბათუმური რაფსოდია – ოპერის ოქროს ხმა“ ფარგლებში — ფესტივალის, რომლის დამფუძნებელიც არის მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, თამარ ივერი. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ელმინა ჰასანი (სანტუცა), ანდრეს სანჩეს-იოგლარი (ტურიდუ), აკაკი გუგუშვილი (ალფიო), ანასტასია მინაშვილი (ლოლა) და ეთერ ხალვაში (დედა ლუჩია). სპექტაკლს დირიჟორობდა დავით მუქერია, რეჟისორი იყო ზაზა აღლაძე, ქორმაისტერი — რუსუდან ბერიძე.
Menu
