2022 წლის 23-24 სექტემბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 171-ე სეზონი ტრადიციულად ზ.ფალიაშვილის ოპერით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. სპექტაკლში ოპერისა და ბალეტის დასთან ერთად შედგა აკაკი გუგუშვილის დებიუტი, სადაც მან შეასრულა მსახურთუხუცესის როლი.