აკაკი გუგუშვილი დაიბადა ქ. თბილისში. 2016-2019 წლებში ის სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში. 2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი იურისტის ბაკალავრის ხარისხით. მუსიკისადმი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული სიყვარულის გამო, 2020 წელს აკაკიმ სწავლა განაგრძო ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სოლო აკადემიის მიმართულებით თეიმურაზ გუგუშვილის კლასში. აკაკი იყო სტიპენდიანტი და სწავლა დაასრულა 2024 წელს უმაღლესი ქულებით.
აკაკი გუგუშვილის პროფესიული დებიუტი შედგა 2022 წელს ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შეასრულა მსახურთუხუცესის როლი ზ.ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“. იმავე წელს მან შეასრულა მარჩელოს როლი ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ბოჰემა“.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა საოპერო მომღერლების ახალმა თაობამ ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ცნობილი ოპერის „ბოჰემა“ ახალი დადგმა წარმოადგინა. სცენაზე პარიზის ლათინურ კვარტალში მცხოვრები ახალგაზრდა არტისტების ცხოვრება და ისტორია გაცოცხლდა. 2022 წლის 24 დეკემბრის წარმოდგენაში აკაკი გუგუშვილმა მარჩელოს როლი შეასრულა.
საკონტაქტო ინფორმაცია
YOUTUBE youtube.com/@Akakigugushvili
INSTAGRAM instagram.com/akogugushvili/
Email: gugushviliopera@gmail.com
