
აკაკი გუგუშვილი დაიბადა ქ. თბილისში. 2016-2019 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“. 2019 წელს პარალელურად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრის პროგრამა.
2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულებით გამოჩენილი ქართველი ოპერის მომღერლის / ლირიკულ-დრამატული ტენორი/, საქართველოს სახალხო არტისტის და ღირსების ორდენის კავალერის თეიმურაზ გუგუშვილის კლასში.
2020 წელს მან მონაწილეობა მიიღო გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერლის იანო ალიბეგაშვილის / სოპრანო / მასტერკლასებში. ასევე მან 2023 წელს მასტერკლასები გაიარა ქართველ გამოჩენილ ბარიტონ გიორგი გაგნიძესთან.

კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა საოპერო მომღერლების ახალმა თაობამ ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯაკომო პუჩინის ცნობილი ოპერის „ბოჰემა“ ახალი დადგმა წარმოადგინა. სცენაზე პარიზის ლათინურ კვარტალში მცხოვრები ახალგაზრდა არტისტების ცხოვრება და ისტორია გაცოცხლდა. 2022 წლის 24 დეკემბრის წარმოდგენაში აკაკი გუგუშვილმა მარჩელოს როლი შეასრულა.

საკონტაქტო ინფორმაცია

YOUTUBE youtube.com/@Akakigugushvili
INSTAGRAM instagram.com/akogugushvili/
Email: gugushviliopera@gmail.com
