ბიოგრაფია

აკაკი გუგუშვილი დაიბადა ქ. თბილისში. 2016-2019 წლებში ის სწავლობდა თბილისის ზ. ფალიაშვილის ცენტრალურ მუსიკალურ ათწლედში. 2019 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი იურისტის ბაკალავრის ხარისხით. მუსიკისადმი გამორჩეული ნიჭისა და განსაკუთრებული სიყვარულის გამო, 2020 წელს აკაკიმ სწავლა განაგრძო  ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საშემსრულებლო ფაკულტეტზე, სოლო აკადემიის მიმართულებით თეიმურაზ გუგუშვილის კლასში. აკაკი იყო სტიპენდიანტი და სწავლა დაასრულა 2024 წელს უმაღლესი ქულებით.

აკაკი გუგუშვილის პროფესიული დებიუტი შედგა 2022 წელს ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შეასრულა მსახურთუხუცესის როლი ზ.ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ერი. იმავე წელს მან შეასრულა მარჩელოს როლი ჯაკომო პუჩინის ოპერაში ბოჰემა“.

2022 წელს ბულბულის საერთაშორისო მე-8 საიუბილეო ვოკალურ კონკურსში აკაკი გუგუშვილი შეირჩა 100 მონაწილიდან ტოპ ათეულში; მომდევნო წელს მან მიიღო მონაწილეობა თამარ ივერის მიერ დაფუძნებულ “ოპერის ოქროს ხმა“ – ვოკალური აკადემიის კვირეულის ფესტივალში და წარმატებით წარსდგა ფინალურ გალა კონცერტში.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში აკაკი გუგუშვილმა შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი როლი თბილისის კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. 2022 წელს იგი წარსდგა მაყურებლის წინაშე  ჯანი სკიკის როლით, ჯ. პუჩინის ოპერაში „ჯანი სკიკი“,  2023 წელს კი – დულკამარასროლით დონიცეტის ოპერაში „სიყვარულის ნექტარი“.  2024 წელს აკაკიმ შეასრულა ფიგაროს როლი მოცარტის ოპერაში„ფიგაროს ქორწინება“, ხოლო 2025 წელს კი – რიგოლეტოს პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერაში „რიგოლეტო“.

2024 წელს ზ.ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმულ კ. სენსანსის ოპერა „სამსონ და დალილადა“-ს  საპრემიერო სპექტაკლებში აკაკი გუგუშვილი წარსდგა აბიმელეხის როლით. იმავე წელს ზაფხულში იტალიაში, კერძოდ ლონატო დელ გარდაში, მან შეასრულა მაესტრო რობერტო სკანდიუცის რეჟისორობით დადგმულ დონიცეტის ოპერაში „დონ პასკალე“  პასკუალეს როლი.

2025 წელს აკაკი გუგუშვილმა იმღერა გარიდოს როლი ჟ.მასნეს ოპერაში „ნავარიელი ქალი“ და შარპლესის როლი ჯ.პუჩინის ოპერაში „ჩიო-ჩიო-სანი“ (მადამ ბატერფლაი) ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე.

აკაკის მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში. მისი საკონცერტო რეპერტუარი მოიცავს: ვერდის  ოპერა ბალმასკარადი, რენატოს სცენა და არია „Alzati”, ბელინის  “Ah! Per sempre io ti” I Puritani-დან, პუჩინის “Minnie dalla mia casa son partito” და “Questo amor vergogna mia”, ვაგნერის “Wie Todesahnung O, du mein holder Abendstern”, დონიცეტის “Vien Leonora”, ჩაიკოვსკის “None but the Lonely Heart”, შუმანის “Ich grolle nicht” და ვერდის “Per me giunto è il dì supremo”, და სხვა.

Email: gugushviliopera@gmail.com

Copyright 2023 -Akaki Gugushvili